FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  26

უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარება.
1. უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს:
    ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა აღნიშნული დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება);
    ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობას (შესაბამისობის დადგენა).
2. ცენტრი უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას აღიარებს, თუ იგი მიღებულია:
    ა) შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად;
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

article  26

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სტუდენტის მიერ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე და რომლის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება აქვს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ან/და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და რომლის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება აქვს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით, და აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები არ მოიცავს პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და სტუდენტის მიერ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების არადისტანციური ფორმით ჩაბარებას ითვალისწინებს.