Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 87 პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი. 1. პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 2. პარლამენტის დილის პლენარული სხდომის გახსნის წინ, აგრეთვე კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. 3. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ადასტურებს მანდატურთუხუცესი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისთვის. 4. თუ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შედეგები და მანდატურთუხუცესის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 87 5. თუ, პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, სხდომათა დარბაზში არ არის პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას შემდგომი რეგისტრაციის ჩატარების ან სხდომის არგამართვის შესახებ. 6. პარლამენტის წევრი ვალდებულია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს რეგისტრაცია. პარლამენტის წევრს პარლამენტის პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში ერთ რეგისტრაციას მაინც გაივლის. ამ პუნქტის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ რეგლამენტის 229-ე მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტების შესაბამისად. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 87 7. პარლამენტის წევრს პარლამენტის პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მონაწილეობს პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში (ბოიკოტი). ფრაქციამ ან უფრაქციო პარლამენტის წევრმა წერილობით უნდა მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბოიკოტის შესახებ განცხადებით ან პლენარული სხდომის ოქმში დაფიქსირების მიზნით, სხდომის მსვლელობისას ზეპირად უნდა განაცხადოს ბოიკოტის თაობაზე. ბოიკოტის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის ის საკითხი, რომლის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზეც ცხადდება ბოიკოტი. 8. პარლამენტის წევრის მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით ან სხვა შესაბამისი დოკუმენტით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით ან სხვა შესაბამისი დოკუმენტით). ამ მიზეზის თაობაზე ინფორმაცია სხდომამდე უნდა მიეწოდოს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარეს. ამ პუნქტის მიზნებისთვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 87 9. პარლამენტის წევრს პარლამენტის პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება აგრეთვე, თუ მან სხდომა გააცდინა პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. |