FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  199

საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა წარდგენა.
1. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს წარუდგენს საქართველოს კვოტით „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით“ დაარსებული ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის 3 კანდიდატს შემდგომი განხილვისა და შერჩევისთვის.
2. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
    ა) აქვს უმაღლესი განათლება;
    ბ) აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ან ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
    გ) იცის ინგლისური ან ფრანგული ენა;
    დ) არ არის ნასამართლევი.
3. საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობებს ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  199

4. საკონკურსო კომისია შედგება 7 წევრისგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის დანარჩენ წევრებს (3 წევრს − საპარლამენტო უმრავლესობის წევრთაგან, 2 წევრს − საპარლამენტო ოპოზიციის წევრთაგან) შესაბამის სუბიექტებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.