Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 22
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 29 კომისიის ფუნქციები. 1. კომისია: ა) ენერგეტიკული საქმიანობისა და ამ კანონით რეგულირებული სხვა საქმიანობის ავტორიზაციის, ამგვარი საქმიანობის პირობების დადგენისა და მათზე ზედამხედველობის მიზნით: ა.ა) გასცემს და ცვლილებები შეაქვს ლიცენზიაში, აჩერებს მის მოქმედებას და აუქმებს მას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი წესით; ა.ბ) ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირებას და ამ კანონით დადგენილ დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან მათ მუდმივ შესაბამისობაზე ზედამხედველობას; ა.გ) ადგენს რეგულირებული საწარმოების მიერ მომსახურების გაწევის წესებსა და პირობებს ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ა.დ) განსაზღვრავს სასმელი წყლის ხარჯვის ნორმას; ა.ე) ამტკიცებს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიან სისტემას შესაბამისი რეგულირებული საწარმოებისთვის და ზედამხედველობს აღნიშნული მოთხოვნების სათანადოდ შესრულებას; ა.ვ) განსაზღვრავს რეგულირებული საწარმოების მიერ სისტემით მოსარგებლეებისთვის ან/და მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების წესს; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 29 ა.ზ) ზედამხედველობს რეგულირებული საწარმოების საქმიანობას და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებთან და მოთხოვნებთან; ა.თ) ზედამხედველობს საჯარო მომსახურების გაწევასა და საჯარო მომსახურების ვალდებულებების შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ა.ი) აწარმოებს ენერგეტიკული საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოების რეესტრს ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ა.კ) ახორციელებს რეგულირებული საწარმოს ადგილზე შემოწმებას, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე; ა.ლ) განსაზღვრავს რეგულირებული საწარმოს, აგრეთვე საბითუმო ბაზრის სხვა მონაწილეების ანგარიშგების წესს; ა.მ) ადგენს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 29 ა.ნ) ახორციელებს ხანძრის ჩაქრობის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ სახანძრო ჰიდრანტებიდან (მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად) მოპოვებული წყლის გამოყენებასთან, აღრიცხვასა და ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას; ა.ო) ამტკიცებს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს; ბ) ტარიფის ან/და საფასურის დადგენისა და მეთოდოლოგიების მიღების მიზნით ამტკიცებს: ბ.ა) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ტარიფებსა და გაანგარიშების მეთოდოლოგიას; ბ.ბ) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან, აგრეთვე სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებთან მიერთების საფასურებს ან/და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიას; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 29 ბ.გ) ბაზრის ოპერატორების მიერ გაწეული მომსახურებების შესაბამის საფასურებს და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიებს ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად არსებული საჭიროების შემთხვევაში. კომისია უფლებამოსილია ბაზრის სხვადასხვა სეგმენტისთვის შეიმუშაოს აღნიშნული საფასურების გაანგარიშების განსხვავებული მეთოდოლოგიები; ბ.დ) ბუნებრივი გაზის საცავის ტარიფებსა და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიას, ამ კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად არსებული საჭიროების შემთხვევაში; ბ.ე) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე დაშვების ტარიფსა და მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიას; ბ.ვ) სასმელი წყლის მიწოდებისა და წყალარინების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიებს; ბ.ზ) დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესს; ბ.თ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საჯარო მომსახურების გაწევის საფასურებს ან/და ტარიფებს და გაანგარიშების მეთოდოლოგიებს; ბ.ი) რეგულირების საფასურის ოდენობასა და გაანგარიშების წესს; ბ.კ) მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესს; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 29 გ) გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებისთვის, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიატებისთვის ამტკიცებს ნორმატიული დანაკარგების ოდენობასა და მათი გაანგარიშების წესს; დ) ამტკიცებს ინვესტიციების შეფასების წესს, მათ შორის, სატარიფო რეგულირებისადმი დაქვემდებარებული რეგულირებული საწარმოების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმებისა და მათი შემადგენელი პროექტების კომისიისთვის წარდგენის, კომისიის მიერ მათი შეთანხმების, აგრეთვე შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმებში ან/და პროექტებში ცვლილების შეტანის და მათი განხორციელების შესახებ ანგარიშგების წესსა და პირობებს. სატარიფო რეგულირებისადმი დაქვემდებარებული რეგულირებული საწარმო ვალდებულია, შესაძლებლობის ფარგლებში, იმოქმედოს მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით; ე) უზრუნველყოფს მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე გამოქვეყნებას, ხოლო ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტარიფებთან და მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს, რომ: ე.ა) ტარიფები და საფასურები: ე.ა.ა) იყოს დასაბუთებული, გონივრული, გადამოწმებადი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული, იცავდეს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისგან; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 29 ე.ა.ბ) ასახავდეს ქსელების ოპერირების, მოვლა-პატრონობის, ჩანაცვლების, მშენებლობისა და რეაბილიტაციის დასაბუთებულ ხარჯებს, მათ შორის, მიზანშეწონილ და გონივრულ კაპიტალდაბანდებებზე გონივრულ ამონაგებს, ამორტიზაციას (ცვეთას) და გადასახადებს, გარემოსა და მომხმარებლის დაცვის გათვალისწინებით. კომისია უფლებამოსილია ტარიფისა და საფასურის დადგენისას აღნიშნული პრინციპებით გაითვალისწინოს განსახორციელებელი კაპიტალდაბანდებებიც; ე.ა.გ) იძლეოდეს ქსელებსა და მოწყობილობებში აუცილებელი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, რათა აღნიშნულმა ინვესტიციებმა უზრუნველყოს ასეთი ქსელებისა და მოწყობილობების სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისი განვითარების გეგმის თანახმად მათი შეუფერხებელი განვითარება; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 29 ე.ა.დ) შესაძლებლობას აძლევდეს რეგულირებულ საწარმოებს, უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციის უკუგება გონივრულ ვადებში, დაფარონ თავიანთი მიმდინარე ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურებს და სხვა დანახარჯებს. ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს), რომელიც საკმარისი უნდა იყოს რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციის მოსაზიდად; ე.ა.ე) ხელს უწყობს რეგულირებული საწარმოს ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი რეგულირებული საწარმო აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის ან/და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 29 ე.ა.ვ) ასახავდეს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას. სატარიფო რეგულირებისადმი დაქვემდებარებული რეგულირებული საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები იფარება მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების პროპორციულად; მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა სახის ტარიფის დადგენა შეიძლება პიკური სიდიდეების, საშუალო შეწონილი და ზღვრული სიდიდეების, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების ასახვის მიზნით. ტარიფის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინოვაციური სატარიფო მეთოდოლოგიები, თუ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება საწარმოებისა და მომხმარებლების ინტერესებს; ე.ბ) განხორციელდეს გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების გრძელვადიანი და მოკლევადიანი წახალისება ეფექტიანობის გაზრდის, ბაზრის ინტეგრაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის, აგრეთვე აღნიშნულთან დაკავშირებული კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 29 ე.გ) გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფების დადგენისას ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ქვეყნის საზღვრების შიგნით ტრანსპორტირება და ტრანსსასაზღვრო გადადინება განხილულ იქნეს თანაბარ პირობებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა გარკვეულ მომსახურებასთან დაკავშირებული კონკრეტული დანახარჯების გათვალისწინება, თუ ეს ხარჯები არის ცხადი, დასაბუთებული და მათი გამოყენება ხდება გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით; ე.დ) ასახულ იქნეს საქმიანობის შედეგებზე დამოკიდებული განაკვეთი, თუ კომისია საჭიროდ მიიჩნევს ასეთი სახის განაკვეთის დადგენას; ე.ე) ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული მომსახურებისთვის წახალისებულ იქნეს წყვეტადი მომსახურებისა და დატვირთვის დაბალანსების განაკვეთები და ენერგოეფექტურობისა და მოთხოვნის მართვის გაუმჯობესების სხვა მექანიზმები, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების შესაძლო განვითარება და დისპეტჩერიზაცია; ე.ვ) იმ შემთხვევაში, როცა შესაძლებელია ტარიფის კორექტირება პიკური და არაპიკური მომსახურების ღირებულების მიხედვით, დადგინდეს სეზონსა და მოხმარების დროზე დამოკიდებული განაკვეთები; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 29 ე.ზ) აღმოიფხვრას, ერთი მხრივ, გადაცემისა და განაწილების საქმიანობებსა და, მეორე მხრივ, მიწოდებისა და ვაჭრობის საქმიანობებს შორის ჯვარედინი სუბსიდირება, აგრეთვე სისტემით მოსარგებლეებს ან მომხმარებლებს შორის ან სხვადასხვა კატეგორიის სისტემით მოსარგებლეებს ან მომხმარებლებს შორის დისკრიმინაცია; ე.თ) გადაცემისა და განაწილების ქსელებთან, აგრეთვე სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებთან მიერთებისთვის ან მიერთების სიმძლავრის არსებითად გაზრდისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დადგინდეს ეკონომიკურად გამართლებული მიერთების საფასური; ე.ი) ტარიფების, საფასურებისა და მათთან დაკავშირებული წესებისა და პირობების დადგენა ასახავდეს გავრცელებულ საერთაშორისო პრაქტიკას; |