FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  116

ენერგეტიკული ბაზრის ზედამხედველობა.
1. ენერგეტიკულ ბაზარს ზედამხედველობს კომისია ამ კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების შესაბამისად.
2. კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე აქვეყნებს ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშს, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა მოიცავდეს ენერგეტიკული ბაზრის გახსნის, ფუნქციონირებისა და ორგანიზების დეტალურ მიმოხილვას, ბაზრის მონაწილეების საქმიანობისა და საბაზრო ფასების ანალიზს, რეგულირებული ტარიფების გამოყენებას, საბოლოო მომხმარებლისთვის არსებულ ფასებს და ენერგეტიკული ბაზრის განვითარების არსებულ ტენდენციებს. კომისია უფლებამოსილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების შესახებ განცალკევებული ანგარიშები გამოაქვეყნოს.
3. შესაბამისი ბაზრის ოპერატორი ამ კანონის 122-ე და 128-ე მუხლებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას:
    ა) აანალიზებს ენერგეტიკული ბაზრის ორგანიზებას დაკომისიას სთავაზობს მისი გაუმჯობესების ზომებს;
    ბ) კომისიასა და გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს წარუდგენს მოსაზრებას გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი სისტემის დაბალანსების წესების შესახებ;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  116

გ) კომისიასა და გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს წარუდგენს მოსაზრებას გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებისა და გამოყენების, აგრეთვე გადატვირთვის მართვის წესების შესახებ;
    დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით ახორციელებს ამ კანონითა და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4. ბაზრის ოპერატორი და გადამცემი სისტემის შესაბამისი ოპერატორი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კომისიას აწვდიან ინფორმაციას ენერგეტიკულ ბაზარზე საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის შესახებ.