Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 7 არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაცემის წესი და პირობები. 1. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება − მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისა და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მიიღოს გონივრული და ადეკვატური ზომა 16 წლამდე არასრულწლოვანის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არსებობის დასადასტურებლად. 3. არასრულწლოვანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გაითვალისწინოს და დაიცვას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 7 5. არასრულწლოვანის, მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მონაცემთა დამუშავება საფრთხეს უქმნის ან ზიანს აყენებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. |