Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ article 17 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის გაანგარიშება. 1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ-1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლი ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%. 2. პარლამენტის წევრებს (ყოფილ პარლამენტის წევრებს) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით. 3. პარლამენტის ყოფილ წევრებს: ა) სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 100%-ის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის წევრის კომპენსაციის 50%-ის ოდენობით. |
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ article 17 4. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის (გარდა ამ მუხლის 4-2 პუნქტებით განსაზღვრული პირებისა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 115%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 125%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 20 წელს უთანაბრდება. 41. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%. |
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ article 17 42. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირებისთვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში მომუშავე, სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%. |
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ article 17 5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა: ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის 15-1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 115%; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის 15-1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის 125%. |