Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ article 7 მოწმობის მიღების უფლება. 1. მოწმობის მიღების უფლება აქვს ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს. 2. რამდენიმე პირის შემოქმედებითი შრომის შედეგად შექმნილ ტოპოლოგიაზე მოწმობის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა ავტორს ერთობლივად, ისე თითოეულ მათგანს დანარჩენი ავტორების მიერ მოწმობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სპეციალური დავალებით შემუშავებულ ტოპოლოგიაზე მოწმობის მიღების უფლება ეკუთვნის სამუშაოს მიმცემს, თუ მას და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. თუ მოწმობის მიღების უფლება სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მუშაკს უფლება აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოს მიმცემისაგან მოითხოვოს დამატებითი ფარდი გასამრჯელო. 5. თუ ტოპოლოგია შექმნილია სახელმწიფო დაკვეთით ან ორგანიზაციათა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას, მოწმობის მიღების უფლება განისაზღვრება შესაბამისად დაკვეთის ან ხელშეკრულების პირობით. |