Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 10 წყლის ობიექტის მიწა. 1. წყლის ობიექტის მიწად მიიჩნევა: ა) მიწა, რომელიც დაკავებულია წყლის ობიექტით (გარდა მიწისქვეშა წყლისა), ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით; ბ) მიწა, რომელიც განსაზღვრულია წყლის ობიექტის დაცვით ზონად (წყალდაცვითი ზოლი, სანიტარიული დაცვის ზონა). 2. წყლის ობიექტის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა (მათ შორის, მაგისტრალური მილსადენების) მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ წყალზე სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას. 3. წყლის ობიექტის მიწა შეიძლება გადაეცეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში (გარდა ბუნებრივი ტბის ფსკერისა, მდინარის კალაპოტისა, ასევე წყალმომარაგების წყლის ობიექტის სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყლისა („სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გამონაკლისის გათვალისწინებით)) და სარგებლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით. 4. წყლის ობიექტის მიწაზე დაშვებულია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. |