FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  12

საინვესტიციო ფონდში ერთეულებზე საკუთრების უფლების დადასტურება და საკუთრების გადაცემა. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი.
1. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეული ფინანსური ინსტრუმენტია და მასზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ შეთანხმება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო კომპანიის აქტივების მმართველი კომპანია ან თავად საინვესტიციო კომპანია, რომელსაც აქტივების მმართველი კომპანია დანიშნული არ ჰყავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ შეთანხმება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულები დემატერიალიზებულია.
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  12

3. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულზე საკუთრება ან სხვა სანივთო უფლება დასტურდება საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით, ხოლო თუ ერთეული ერთეულის მფლობელთა რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული − ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. თუ ერთეულის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, მასზე უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც ერთეულს ფლობს ერთეულის მფლობელის სასარგებლოდ. ეს პუნქტი არ გამოიყენება, თუ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულები დემატერიალიზებულია.
31. თუ საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე, ეს ერთეულები დემატერიალიზებული უნდა იქნეს და ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში უნდა აღირიცხოს.
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  12

32. დემატერიალიზებული ერთეულის ფლობა და მიმოქცევა წესრიგდება, აგრეთვე ასეთ ერთეულზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დემატერიალიზებული ერთეულის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, მასზე უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც ერთეულს ფლობს ერთეულის მფლობელის სასარგებლოდ.
33. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშის მწარმოებელი ერთეულის მფლობელებისთვის ანგარიშს აწარმოებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
4. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
    ა) თითოეული ერთეულის მფლობელის სახელსა და გვარს/სახელწოდებას,  მისამართს; ერთეულების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში − ნომინალური მფლობელის სახელწოდებასა და მისამართს;
    ბ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე რეგისტრირებული შესაბამისი კლასის ერთეულების რაოდენობას;
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  12

გ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე ერთეულების რეგისტრაციის თარიღს;
    დ) თითოეული კლასის გამოშვებული ერთეულების რაოდენობას.
41. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი იწარმოება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
5. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის შექმნისა და წარმოებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ აღნიშნული რეესტრის მონაცემები იყოს სრული, სწორი და განახლებული. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის მწარმოებელი პირი ვალდებულია დაიცვას ერთეულის მფლობელებისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების/ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
6. საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა უთითებდეს იმ პირის სახელწოდებას, რომელსაც ევალება ამ საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის შექმნა და წარმოება.
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  12

7. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელმა ერთეულის გასხვისება ან დაგირავება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. საინვესტიციო ფონდს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას არ აქვს უფლება, დაუსაბუთებლად განაცხადოს უარი თანხმობის გაცემაზე. თანხმობაზე უარი დასაბუთებულად ჩაითვლება, თუ ერთეულის გასხვისების/დაგირავების შედეგად რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთა რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს ან მათმა რაოდენობამ შეიძლება 20-ს გადააჭარბოს ან ერთეულის გასხვისებისთვის/დაგირავებისთვის თანხმობის გაცემას ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, აგრეთვე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ ერთეულის გასხვისებას ან დაგირავებას იურიდიული ძალა არ აქვს.
საინვესტიციო ფონდების შესახებ

article  12

8. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქციათა რეესტრის წარმოების წესები არ ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიაზე. ამ მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიაზე.
9. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს საინვესტიციო ფონდის (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიისა) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებისა და ერთეულის ფლობის წესები.