Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 31 სამსახურის სტატუსი. 1. სამსახური არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. სამსახურზე ზემოქმედება და მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია. დაუშვებელია, სამსახურს დაევალოს რაიმე ინფორმაციის მოპოვება ან სხვა ქმედების განხორციელება. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და მას ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს თავის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. სამსახურზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, აგრეთვე დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. სამსახურს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიში კომერციულ ბანკშიც გახსნას. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 31 5. სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |