Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ article 38 კომპენსაციის ოდენობა გარკვეული პირებისათვის. 1. იმ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე, გარდა ამ კანონის მე-9, მე-12 და 15-1 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. კომპენსაციის ოდენობა ავტომატურად გადაანგარიშდება. 2. ამ კანონის მე-9 ან მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2016 წლის 1 იანვრამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა. იმავდროულად, ამავე კანონის მე-9 ან მე-12 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც 2016 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2016 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან – გადაანგარიშებული ოდენობით. კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდება. |
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ article 38 3. ამ კანონის 15-1 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2017 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან – გადაანგარიშებული ოდენობით. |