FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

article  9

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი.
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება.
2. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულად ჩაითვალონ ის სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებსაც შესაბამისი ლიცენზია მიღებული აქვთ „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ.
    72) შესაბამისად.
3. დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონედ.
4. იმ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია, 2018 წლის 1 სექტემბრამდე არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46 -2 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა.
5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 72).
6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.