FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

article  205

23. დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების შესახებ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.
3. გამოსაცვლელი პასპორტი, რომელიც შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.
5. ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი ძალადაკარგულად ითვლება.
6. პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.
7. პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ კანონით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.
8. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე ამ კანონის 20 -1 პუნქტების შესაბამისად გამოხატული თანხმობის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის მიერ გახმობის შემთხვევაში საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი უქმდება.
9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის, მათი მოქმედების შეჩერებისა და მათი გაუქმების დამატებითი საფუძვლები.
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

article  205

1. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა ხდება პირის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, შემდეგ შემთხვევებში:
    ა) სახელის, გვარის შეცვლისას;
    ბ) ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას;
    გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;
    დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.
2. სახელის, გვარის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას პასპორტის შეცვლის დროს, როცა პასპორტი გაიცემა ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში პირადობის მოწმობის გაცემის გარეშე, შუამდგომლობას დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის პირი, დაბადების, ქორწინების მოწმობის პირი და სხვა).
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას . 2-1 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შუამდგომლობისთვის დასართავი საბუთების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან .