FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  57

ტექნიკური რეგლამენტის არსი.
1. ტექნიკური რეგლამენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად დებულებებს:
    ა) მისი გამოყენების სფერო და ტექნიკური რეგულირების ობიექტი;
    ბ) ძირითადი ცნებები და განმარტებები;
    გ) პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები;
    დ) მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ;
    ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები.
2. ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ტექნიკურმა რეგლამენტმა კონკრეტული სპეციფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დაადგინოს პროდუქტის/პროცესის/მომსახურების სავალდებულო:
    ა) მახასიათებლები/პარამეტრები;
    ბ) უსაფრთხოების/უვნებლობის კრიტერიუმები;
    გ) შრომის ან/და მომხმარებლის უსაფრთხოების წესები;
    დ) უსაფრთხოების/უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირების, პროდუქტთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მეთოდი;
    ე) შესაბამისობის შეფასების პროცედურები და პერიოდულობა;
    ვ) ადმინისტრაციული პროცედურები;
    ზ) შესაბამის შემთხვევებში, ინსპექტირების წესი და პერიოდულობა;
    თ) ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო;
    ი) მითითებები სტანდარტების გამოყენების თაობაზე (შესაბამისობის პრეზუმფცია);
    კ) ექსპლუატაციის პირობები;
    ლ) გარდამავალი და დასკვნითი დებულებები.