Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საჯარო შესყიდვების შესახებ article 14 შესყიდვების კომიტეტი. 1. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესყიდვის ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით, საჯარო შესყიდვა (გარდა კონკურსისა და წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურისა) შესაძლებელია განხორციელდეს როგორც შესყიდვების კომიტეტის მიერ, ისე შესყიდვების კომიტეტის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის ან/და მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 100 000 ლარს ან შესყიდვის ობიექტი სამუშაოა. თუ საქონლის ან/და მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 100 000 ლარს ან შესყიდვის ობიექტი სამუშაოა, საჯარო შესყიდვის შესყიდვების კომიტეტის გარეშე განხორციელება დაუშვებელია. შესყიდვების კომიტეტი შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით მოქმედებს. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 14 2. თუ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იღებს საჯარო შესყიდვის შესყიდვების კომიტეტის მიერ განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას, იგი ქმნის შესყიდვების კომიტეტს. შესყიდვების კომიტეტი საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად შეიძლება შეიქმნას კონკრეტული შესყიდვის ან კონკრეტული ტიპის შესყიდვის განხორციელების ვადით ან, ზოგადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესყიდვების კომიტეტის კონკრეტული შესყიდვის ან კონკრეტული ტიპის შესყიდვის განხორციელებისთვის შექმნას, კომიტეტის წევრთა სპეციალიზაციის გათვალისწინებით. 3. შესყიდვების კომიტეტის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს. შესყიდვების კომიტეტის შემადგენლობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 9 წევრით. შესყიდვების კომიტეტის შემადგენლობაში შესაძლებელია შევიდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილე. შესყიდვების კომიტეტის შემადგენლობაში შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლის შეყვანა დასაშვებია, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა რაოდენობა საკმარისი არ არის. 4. შესყიდვების კომიტეტის გადაწყვეტილებით, მის მუშაობაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 14 5. შესყიდვების კომიტეტის თავმჯდომარეა შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი. 6. შესყიდვების კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და აფორმებს თავისი სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე კომიტეტის ყველა წევრი. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია შესყიდვების კომიტეტის თავმჯდომარის ხმა. შესყიდვების კომიტეტის გადაწყვეტილება შესაბამისი სხდომის ოქმში უნდა აისახოს. დაუშვებელია, საჯარო შესყიდვის პროცესში შემსყიდველი ორგანიზაცია/შესყიდვების კომიტეტი დაეყრდნოს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კომიტეტის სხდომის ოქმში მითითებული არ ყოფილა. შესყიდვების კომიტეტის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს განსხვავებულ პოზიციას, რომელიც სხდომის ოქმს უნდა დაერთოს. 7. შესყიდვების კომიტეტის სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) შესყიდვების კომიტეტის დასახელებას; ბ) სხდომის გამართვის თარიღსა და ადგილს; გ) შესყიდვების კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობას (მათ შორის, იმ წევრზე მითითებას, რომელიც სხდომას არ ესწრებოდა); დ) განხილვის საგანს; ე) შესყიდვების კომიტეტის მსჯელობას; ვ) მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების მოსაზრებებს; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 14 ზ) იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტსა და მის შესაბამის ნორმას, რომელსაც შესყიდვების კომიტეტი დაეყრდნო; თ) კენჭისყრის შედეგებს; ი) მიღებულ გადაწყვეტილებას. 8. შესყიდვების კომიტეტის სხდომის ოქმი ხელმოწერისთანავე სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში. შესყიდვის პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმი შესყიდვის პირობებთან ერთად ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში. სხდომის ოქმის ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნება მის ოფიციალურ გაცნობად მიიჩნევა. 9. შესყიდვების კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული ხელშეწყობისთვის შესყიდვების კომიტეტთან ერთად იქმნება მისი აპარატი, რომელიც, როგორც წესი, კომპლექტდება ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში ან თანამდებობაზე დასაქმებული პირისგან/პირებისგან. ამასთანავე, შესყიდვების კომიტეტის აპარატის 1 წევრი მაინც უნდა იყოს ამ პუნქტით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულში ან თანამდებობაზე დასაქმებული პირი. შესყიდვების კომიტეტის აპარატს ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 14 10. თუ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, საჯარო შესყიდვას შესყიდვების კომიტეტი არ ახორციელებს, საჯარო შესყიდვის პროცედურებს ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით წარმართავს შემსყიდველი ორგანიზაციის საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელიუფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული/პირი, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე. ასეთ შემთხვევაში საჯარო შესყიდვის პროცედურები წარიმართება და გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონის შესაბამისად, ამ მუხლით შესყიდვების კომიტეტისთვის დადგენილი წესების გათვალისწინებით. |