FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  121

გამარტივებული ტრანზიტის პროცედურა.
1. საბაჟო ორგანომ დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს ტრანზიტის პროცედურაში საქონლის გამარტივებული წესით მოქცევის და ტრანზიტის პროცედურის გამარტივებულად დასრულების უფლება, კერძოდ:
    ა) მიანიჭოს ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის სტატუსი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, საქონელი ტრანზიტის პროცედურაში საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის გარეშე მოაქციოს;
    ბ) მიანიჭოს ტვირთის უფლებამოსილი მიმღების სტატუსი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონელი საბაჟო ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე მიიღოს, რათა დასრულდეს ტრანზიტის პროცედურა ამ კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად;
    გ) მისცეს საბაჟო იდენტიფიკაციის სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდებას მოითხოვს;
    დ) მისცეს შესაძლებლობა, საქონელი ტრანზიტის პროცედურაში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით მოაქციოს;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  121

ე) მისცეს შესაძლებლობა, საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად წარადგინოს ტრანსპორტირების ელექტრონული დოკუმენტი, თუ ის შეიცავს საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია გაგზავნის საბაჟო ორგანოსა და დანიშნულების საბაჟო ორგანოსთვის, რათა მათ უზრუნველყონ საქონლის მიმართ საბაჟო ზედამხედველობის განხორციელება და ტრანზიტის პროცედურის დასრულება.
2. ტრანზიტის პროცედურაში საქონლის მოქცევისა და ამ პროცედურის დასრულების წესები, აგრეთვე გამარტივებული ტრანზიტის პროცედურით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.