Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზღვაო კოდექსი article 168 1. ნაოსნობისას მგზავრის უსაფრთხოდ გადასაყვანად გადამყვანი ვალდებულია მგზავრის საზღვაო გადაყვანის დაწყებამდე უზრუნველყოს, რომ გემი იმყოფებოდეს ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, დააკომპლექტოს გემის ეკიპაჟი და აღნიშნულ მდგომარეობაში ჰყავდეს გემი მგზავრის საზღვაო გადაყვანის მთელი დროის განმავლობაში. 2. გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს საქართველოში რეგისტრირებული იმ გემით, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, ვალდებულია მგზავრის საზღვაო გადაყვანის დაწყებამდე განახორციელოს მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ფარავს მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის გადამყვანის პასუხისმგებლობას. 3. სავალდებულო დაზღვევის თანხა კონკრეტულ შემთხვევაში თითოეული მგზავრისთვის 250 000 საანგარიშო ერთეულზე ნაკლები არ უნდა იყოს. |
საზღვაო კოდექსი article 168 4. თუ გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ტვირთის გადაზიდვის ნაწილს, აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გემზე გასცემს დაზღვევის დამადასტურებელ მოწმობას. 5. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი საერთაშორისო ნაოსნობაში არ დაიშვება, თუ მას არ აქვს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობა. 6. სანავსადგურე ერთეულში შესვლისას ან სანავსადგურე ერთეულიდან გასვლისას გემს, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, უნდა ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობა. 7. სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესებსა და პირობებს ადგენს სააგენტო. |