FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

article  5

1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება:
    ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე;
    ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
    გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
    დ) (ამოღებულია);
    ე) (ამოღებულია); ე-1) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე; ე-2) (ამოღებულია – 25.03.2013, №489);
    ვ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
    ზ) (ამოღებულია); ზ-1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობებზე;
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

article  5

თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე; თ-1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე; თ-2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

article  5

თ-3) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე;
    ი) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმებაზე, თუ ის შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში სამჯერ ხორციელდება; ი-1) სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; ი-2) მაკონტროლებელი ორგანოს საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ ფასზე სახელმწიფო ზედამხედველობას და რომელიც ხორციელდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში; ი-1 პუნქტის შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, შემდეგი საფუძვლით:
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

article  5

ი-3.ა) პაციენტის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი საჩივარი; ი-3.ბ) ორსულის, ახალნამშობიარები ქალის ან/და ახალშობილის ან ბავშვის გარდაცვალება; ი-3.გ) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა; ი-3.დ) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე გართულება ან მისი მოულოდნელი გარდაცვალება, რაც ცნობილი გახდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით; ი-1 პუნქტის შესაბამისად, ფარმაცევტულ საწარმოსა და საბითუმო რეალიზაციასთან დაკავშირებით, შემდეგი საფუძვლით: ი-4.ა) მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი საჩივარი ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით; ი-4.ბ) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა; ი-4.გ) გავრცელებული საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვით: ი-4.გ.ა) საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ი-4.გ.ბ) არსებობს გარემოება, რომელიც შესაძლებელია მტკიცებულების განადგურებას უკავშირდებოდეს;
    კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
    ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

article  5

ნ) მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებისას: ნ.ა) ტექნიკური რეგლამენტის − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება;
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

article  5

ნ.ბ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმებაზე, თუ შემოწმება შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხორციელდება;
    ო) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე, გარდა „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
    პ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემოწმებაზე.
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

article  5

2. ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება, მოსთხოვოს მეწარმეს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა სახელმწიფო ორგანოთა შემოწმებისას უფლებამოსილია შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცალკეული იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

article  5

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებაზე. ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, შემოწმების უფლებას მოიპოვებს მოსამართლის ბრძანებით. სასამართლოში შემოწმების შესახებ შუამდგომლობით შედის მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევების შესახებ. მოსამართლე საკითხს იხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე. განსახორციელებულ შემოწმებაზე არ მოქმედებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. საქართველოს 2019 წლის 19 თებერვლის კანონი №4286 – ვებგვერდი, 04.03.2019წ. მუხლი 6
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

article  5

მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 25 იანვრამდე წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს ანგარიში გასული წლის განმავლობაში ბრძანებების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ.