Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 10 საგანგებო სიტუაციის პრევენცია. 1. საგანგებო სიტუაციის პრევენცია არის ადამიანების, გარემოსა და ქონებისდასაცავად საგანგებო სიტუაციის რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების, საგანგებო სიტუაციის რისკის ან/და მასთან დაკავშირებული უარყოფითი ზემოქმედების შემცირების (მიტიგაციის) ან თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული სამართლებრივი, ორგანიზაციული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, საინჟინრო-ტექნიკური, სანიტარიულ-ჰიგიენური, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს: ა) საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის ალბათობის განსაზღვრის, მონიტორინგისა და თავიდან აცილების ღონისძიებებს; ბ) სახიფათო ბუნებრივი მოვლენებისა და პროცესების დამაზიანებელი პოტენციალის სისტემატური შემცირებისთვის მიღებულ ზომებს და შესაბამის საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს; გ) სამრეწველო ავარიის თავიდან აცილების, საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესის უსაფრთხოებისა და მოწყობილობის ექსპლუატაციის საიმედოობის ამაღლების მიზნით მიღებულ ზომებს; დ) საგანგებო სიტუაციის რისკის რუკის მომზადებას, საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფას და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფას; ე) პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შედგენას; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 10 ვ) ადამიანთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას; ზ) სხვა პრევენციულ ღონისძიებებს. 2. საგანგებო სიტუაციის პრევენციას ეროვნული სისტემის სუბიექტები ახორციელებენ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის, „ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების, საგანგებო მართვის გეგმისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |