FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  75

მთავრობის უფლებამოსილებები. მთავრობა:
    ა) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: ა.ა) კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის რაიონების გამგეობების საქმიანობას; ა.ბ) დავალებებს აძლევს მთავრობის წევრებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის მიზნით; ა.გ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის რეგლამენტის და მასში შესატანი ცვლილების პროექტებს; ა.დ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის კომისიებს, საბჭოებსა და სხვა საკონსულტაციო ორგანოებს; ა.ე) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულისა და თბილისის რაიონის გამგეობის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესსა და პირობებს;
    ბ) თბილისის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში: ბ.ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ.ბ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  75

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში: გ.ა) შეიმუშავებს და განიხილავს თბილისის ბიუჯეტის პროექტს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ, ადგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; გ.ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ; გ.გ) მუნიციპალიტეტის სახელითა და თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით; გ.დ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს; გ.ე) არაუგვიანეს თებერვლისა თბილისის საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამების განხორციელების წესს;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  75

დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: დ.ა) ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ; დ.ბ) თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; დ.ბ-1) ამტკიცებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წესდებებს (დებულებებს); ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას; იღებს გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ; დ.გ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებას (დებულებას);
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  75

დ.დ) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977); დ.ე) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977);; დ.ვ) თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი; დ.ზ) თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებას; დ.თ) ამ კანონის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; დ.ი) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას; დ.კ) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977);;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  75

დ.ლ) ამ კანონით და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მონიტორინგს უწევს თბილისის ქონების შემძენის, სარგებლობის უფლებით ან მართვის უფლებით მიმღების მიერ ამ ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის (პირობების)/ვალდებულების (ვალდებულებების) შესრულებას ან/და აღნიშნული ქონების გამოყენების წესების დაცვას; დ.მ) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977);
    ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში: ე.ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას და განხორციელებას; ე.ბ) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა  და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს; ე.გ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  75

ე.გ-1) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის მოქმედების ვადას, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს; ე.დ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიების) მოძრაობის მარშრუტებს; ე.ე) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს; ე.ე-1) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ გზების ჩამონათვალს, რომლებზედაც ავტობუსები (M2  და M3   კატეგორიები) მხოლოდ ავტობუსების გაჩერების ადგილებზე გაჩერდებიან;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  75

ე.ე-2) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილით მოძრაობისთვის ან/და სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდებისთვის/ტრანსპორტირებისთვის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის წესს; ე.ე-3) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტებს; ე.ე-4) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური რეგულარული გადაყვანის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტებს;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  75

ე.ე-5) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილს ან/და დროს და პირობებს; ე.ვ) გასცემს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას; ე.ვ-1) გასცემს საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვას ან აღნიშნული ნებართვის გაცემის უფლებამოსილებას ანიჭებს თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს; ე.ზ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესებს; ე.თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  75

ე.ი) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ე.კ) ახორციელებს თბილისის მერიის დებულებით, მთავრობის რეგლამენტითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.