FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 12

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, მიკრობანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;
    ბ) საფინანსო სექტორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ერთობლიობა;
    გ) კომერციული ბანკი – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას; გ-1) მიკრობანკი − სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც ლიცენზირებულია ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას;
    დ) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი – ეროვნული ბანკის მიერ მისაღწევი ინფლაციის მაჩვენებელი;
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  2

ე) ოფიციალური გაცვლითი კურსი – ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტების მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის;
    ვ) სახელმწიფო სესხი – „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ვალი და კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები;
    ზ) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში, მიკრობანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები დეპოზიტი არ არის;
    თ) ფულის ნიშნები – ეროვნული ბანკისა და სხვა ქვეყნის ემიტენტი დაწესებულებების მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები;
    ი) ყალბი ფულის ნიშნები – თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები, რომლებზედაც შეინიშნება ნომინალური გადაკეთების კვალი;
    კ) ემისია – ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება;
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  2

ლ) რეპროდუცირება – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ბანკნოტებისა და მონეტების მთლიანად ან მათი ნაწილის, მათ შორის, მათი ინდივიდუალური დიზაინის ელემენტების, ფერის, ზომების, სიმბოლოების ან მათი სახეცვლილებით მატერიალური ან არამატერიალური ფორმით რაიმე გამოსახულების, დამზადება, რომელიც შესაძლოა წააგავდეს ნამდვილ ფულის ნიშნებს ან ქმნიდეს ნამდვილი ფულის ნიშნების შთაბეჭდილებას;
    მ) ნუმიზმატიკური ფასეულობა – სარეალიზაციოდ ან საექსპონატოდ განკუთვნილი, ეროვნული ბანკის მიერ რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან რომელთა ემისია არ განხორციელებულა შეუსაბამო მახასიათებლების გამო, ასევე ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები;
    ნ) კრედიტი – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;
    ო) კლირინგი − „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კლირინგი;
    პ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5687);
    ჟ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5687);
    რ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5687);
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  2

ს) ფისკალური აგენტი – საგადახდო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
    ტ) ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები – ყველა ხარჯი, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ეკონომიკის უზრუნველყოფასთან;
    უ) საქართველოს საფინანსო სექტორის სტატისტიკა – ეროვნული ეკონომიკის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე ფინანსური კორპორაციების ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მარაგებისა და ნაკადების ამსახველი სტატისტიკა;
    ფ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
    ქ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც არ არის კომერციული ბანკი ან მიკრობანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ნაწილი; ქ -1) (ამოღებულია - 23.12.2018, №1894);
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  2

ღ) დროებითი ბანკი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფუძნებული და ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული დროებითი კომერციული ბანკი, რომელიც იქმნება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების, ვალდებულებების ან/და კრიტიკული ფუნქციების მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით ამ კანონის 55-1 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად; ღ-1 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად;
    ყ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;
    შ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
    ჩ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;
    ც) ახლო ნათესავი – ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ირიცხება კანონით მემკვიდრეთა წრიდან I ან II რიგში;
    ძ) საჯარო რეგისტრი – ეროვნული ბანკის უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  2

წ) საგარეო სექტორის სტატისტიკა – საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო ინვესტიციური მდგომარეობის, საგარეო ვალისა და ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების სტატისტიკა;
    ჭ) ინფლაცია – ფასების სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსის ცვლილება;
    ხ) სარეზერვო ფული – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული ბანკის სალაროში არსებული სახსრების ნაშთის გარეშე), ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის ან მიკრობანკის (მათ შორის, ლიცენზიაგაუქმებული კომერციული ბანკის ან მიკრობანკის) ანგარიშებზე არსებული სახსრები ეროვნულ ვალუტაში;
    ჯ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ზონა;
    ჰ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი – საბაჟო კონტროლის ზონა, რომლის საქმიანობისთვის სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა და სადაც ნებადართულია, სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე გაიყიდოს ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა აკრძალულია;
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  2

ჰ-4) კონსოლიდირებული ზედამხედველობა – ზედამხედველობის პროცესი, რომელიც გულისხმობს საბანკო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის/კომერციული ბანკების, მიკრობანკის/მიკრობანკების ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საბანკო ჯგუფის ნებისმიერი წევრისთვის ინდივიდუალურად ან/და საბანკო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად (გაერთიანებულად) საზედამხედველო მოთხოვნების დაწესებას და საზედამხედველო უფლებამოსილებების/ქმედებების განხორციელებას; ჰ-5) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო – მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ინახავს, ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას;
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  2

ჰ-11) ვირტუალური აქტივი − ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას; ჰ-12) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი − ვირტუალური აქტივი, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი გადაცვლა;
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  2

ჰ-3) ვირტუალური აქტივის მომსახურება ­− კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის  ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის  შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა) ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება ან/და ასეთი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა ან/და პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება; ჰ-14) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი − პირი, რომელიც ახორციელებს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას; ჰ-15) ფინანსური კონგლომერატი − „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური კონგლომერატი.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

article  2

ჰ-1) საბანკო ჯგუფი – იურიდიული პირებისგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა ერთობლიობა, რომლებიც არიან კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მათი სათავო საწარმო/საწარმოები, კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და მათი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ და, იმავდროულად, არიან ფინანსური ინსტიტუტები ან/და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები ან/და საბანკო ჰოლდინგები; ჰ-2) საბანკო ჰოლდინგი – იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის ან/და მიკრობანკის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ან აკონტროლებს კომერციულ ბანკს, მიკრობანკს; ჰ-3) ასოცირებული საწარმო – საწარმო, რომელზედაც ინვესტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რაც გულისხმობს საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას. ასოცირებული საწარმო მოიცავს ასოცირებული საწარმოს შვილობილ საწარმოებსაც;