Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნარჩენების მართვის კოდექსი article 15 გარემოსდაცვითი მმართველი. 1. ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირი ვალდებულია განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი. მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია (კერძოდ, გარემოსდაცვითი მმართველის სახელი და გვარი) დაუყოვნებლივ ეგზავნება სამინისტროს. 2. გარემოსდაცვითი მმართველის ნარჩენებთან დაკავშირებული მოვალეობებია: ა) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და გაახლება; ბ) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზება; გ) ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება. 3. გარემოსდაცვითი მმართველის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობები არ ამცირებს კომპანიის ვალდებულებას, შეასრულოს ამ კოდექსისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები. |