FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  21

დატვირთული ვაგონისა და კონტეინერის დაპლომბვა.
1. დატვირთული ვაგონი და კონტეინერი უნდა დაიპლომბოს რკინიგზის ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობით ან პლომბით, თუ ტვირთი დატვირთულია რკინიგზის მიერ, ან გამგზავნის (ნავსადგურის) საკონტროლო-ჩამკეტი მოწყობილობით ან პლომბით, თუ ტვირთი დატვირთულია გამგზავნის (ნავსადგურის) მიერ.
2. ფიზიკურ პირთა პირადი (საყოფაცხოვრებო) დანიშნულების ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილ დახურულ ვაგონსა და კონტეინერს ტვირთგამგზავნის შეხედულებისამებრ და მისი ხარჯით პლომბავს რკინიგზა ან ექსპედიტორი.
3. იმ ტვირთის ნუსხა, რომლის გადაზიდვა დაშვებულია დაუპლომბავი ვაგონითა და კონტეინერით, აგრეთვე ვაგონსა და კონტეინერზე ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობის დადების პირობები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“.
4. საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული შემოწმების მიზნით ვაგონისა და კონტეინერის გახსნისას ახალი პლომბებისა და ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობების განსაზღვრული წესით დადებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ – შემოსავლების სამსახური).
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

article  21

5. რკინიგზა ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) უზრუნველყოფს ჩამკეტ-საპლომბი მოწყობილობებითა და მათი მოსახსნელი საშუალებებით, რომლებისთვისაც ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) იხდის სათანადო საფასურს.