FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  28

კომისიის ამოცანები.
1. ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილებების განხორციელებისას კომისიამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა შემდეგი ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად:
    ა) ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან, ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების მარეგულირებელ ორგანოებსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში კონკურენტული, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი შიდა ენერგეტიკული ბაზრების ხელშეწყობა და ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში არსებული ყველა მომხმარებლისა და მიმწოდებლისთვის ბაზრის ეფექტიანი გახსნის ხელშეწყობა, აგრეთვე, გრძელვადიანი ამოცანების გათვალისწინებით, ენერგეტიკული ქსელების ეფექტიანი და საიმედო ოპერირებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა;
    ბ) ენერგეტიკულ გაერთიანებაში კონკურენტული და სათანადოდ ფუნქციონირებადი რეგიონული ენერგეტიკული ბაზრების განვითარება, ამ პუნქტით განსაზღვრული ამოცანების გათვალისწინებით;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  28

გ) ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს შორის ენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების აღმოფხვრა, მათ შორის, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განვითარებისა და ეროვნული ბაზრების ინტეგრაციის გაუმჯობესების გზით, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ენერგიის გადადინებას ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში;
    დ) უსაფრთხო, საიმედო, ეფექტიანი, არადისკრიმინაციული და მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემების შემუშავების ყველაზე ეფექტიანი გზით ხელშეწყობა, აგრეთვე, სისტემის მდგრადობისა და ზოგადი ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების შესაბამისად, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა;
    ე) განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის დიდი თუ მცირე მასშტაბის წარმოებისა და შესაბამის გამანაწილებელ ქსელებთან მიერთებული წარმოების მოწყობილობების გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა;
    ვ) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოების ახალი სიმძლავრეების ქსელზე დაშვების ხელშეწყობა, კერძოდ, იმ წინააღმდეგობების აღმოფხვრა, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ბაზრის ახალი მონაწილეებისა და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის დაშვებას ქსელზე;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  28

ზ) სისტემის ოპერატორებისა და სისტემით მოსარგებლეების სათანადო მოკლევადიანი და გრძელვადიანი წახალისება სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდისა და ბაზრის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;
    თ) მომხმარებლების მიერ ენერგეტიკული ბაზრების ეფექტიანი ფუნქციონირების შედეგად სარგებლის მიღების შესაძლებლობა, ეფექტიანი კონკურენციის წახალისება და მომხმარებელთა დაცვა;
    ი) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში გაწეული საჯარო მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, მოწყვლადი მომხმარებლის დაცვისა და მიმწოდებლის შეცვლისთვის საჭირო მონაცემთა გაცვლის პროცესების თავსებადობის ხელშეწყობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ამოცანები უნდა შესრულდეს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით და აღნიშნული უწყებების უფლებამოსილებების შეზღუდვის გარეშე.