Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ article 73 კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დამატებითი პირობები. 1. კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე 2011 წლის 1 ივლისიდან საკუთრების უფლების აღიარების საფასური უთანაბრდება კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურს. 2. დაუშვებელია კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული უძრავი ნივთის გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა, ასევე ვალდებულების გამო გადახდევინების მიქცევა საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის მოხსნა შესაძლებელია მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის, ასევე ამ უძრავი ნივთის ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით. |