Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 7 საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი. 1. საქართველოს წყლის ობიექტები, მათი მიწის ზედაპირზე და წიაღში განლაგების ნიშნით, რესურსების ფორმირებისა და გამოყენების თავისებურებათა მიხედვით, იყოფა ზედაპირულ წყლებად და მიწისქვეშა წყლად. 2. ზედაპირულ წყლებს მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა წყლის ობიექტის წყლები, გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწისქვეშა წყლისა. 3. საქართველოს წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა ქმნის საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს. 4. საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება: ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, წყლის სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ობიექტები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები; ბ) მიწისქვეშა წყალი; გ) მყინვარები და თოვლის მუდმივი საფარი; დ) ჭაობები; ე) საქართველოს ტერიტორიული წყლები; ვ) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები; ზ) გარდამავალი წყლები და სანაპირო წყლები. |