Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 11 საინვესტიციო ფონდების ერთეულები და მათი ღირებულება. 1. ავტორიზებულ ან რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს შეუძლია გამოუშვას სხვადასხვა კლასის ერთეულები თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ღია და ინტერვალურმა საინვესტიციო ფონდებმა შეიძლება გამოუშვან განსხვავებული უფლება-მოვალეობების მქონე ერთეულები, თუ განსხვავებული უფლება-მოვალეობები შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთს ან რამდენიმეს: ა) მოგების კაპიტალიზაციას (დაგროვებითი ერთეულები) მოგების განაწილების (საშემოსავლო ერთეულები) ნაცვლად; ბ) ხარჯებს, საფასურებსა და საკომისიოებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიქვითოს საინვესტიციო ფონდის ქონებიდან (აქტივებიდან) ან რომლებიც ერთეულის მფლობელებმა უნდა გადაიხადონ საინვესტიციო ფონდში გაწევრებისას ან საინვესტიციო ფონდიდან გასვლისას; გ) ვალუტას, რომელშიც გამოიხატება ერთეულების ფასი ან ღირებულება ან/და რომლითაც ხორციელდება გადახდები. 2. ერთეულების გამოშვება ხორციელდება მათი გამოშვების ფასით. ღია და ინტერვალური საინვესტიციო ფონდების ერთეულების გამოშვების ფასი განისაზღვრება შესაბამისი კლასის ერთეულის წმინდა ღირებულებით, რომელსაც შესაძლებელია დაემატოს გამოშვების საკომისიო საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 11 3. დაუშვებელია ღია ან ინტერვალურმა საინვესტიციო ფონდმა გამოუშვას ერთეული განსაზღვრულ ვადაში საინვესტიციო ფონდისთვის ერთეულის გამოშვების ფასის ეკვივალენტის გადახდის გარეშე, გარდა ერთეულების ბონუსად განაწილების შემთხვევისა. დახურულ საინვესტიციო ფონდში შენატანის განხორციელების წესი დგინდება საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. 4. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვება აქტივების წმინდა ღირებულებისგან განსხვავებული ფასით დასაშვებია, თუ დაკმაყოფილდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების ფასის განსაზღვრის პირობები უნდა დაადგინოს ერთეულის მფლობელების საერთო კრებამ კრებაზე დამსწრეთა ხმების სულ მცირე ორი მესამედის უმრავლესობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით უფრო მაღალი უმრავლესობა არ არის დადგენილი; ბ) საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან საინვესტიციო ფონდის ერთეულები სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად საფონდო ბირჟაზე დაშვებული უნდა იქნეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებიდან 12 თვეში. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 11 41. საინვესტიციო ფონდის განთავსებული კაპიტალი და ერთეულები შეიძლება გამოისახოს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. 5. ღია საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი სიხშირით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. |