Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 30 შესაბამისობის კონტროლი ჯგუფის დონეზე. 1. ანგარიშვალდებული პირი, რომელიც არის საქართველოში რეგისტრირებული სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), ვალდებულია დანერგოს ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა, რომელიც, ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, განსაზღვრავს: ა) ჯგუფის წევრებს შორის ინფორმაციის (დოკუმენტის) გავრცელების წესებს პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ან/და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის მიზნით; ბ) ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან სტრუქტურული ერთეულისთვის, ჯგუფის წევრებისა და აუდიტისთვის კლიენტების, ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და მათი გარიგებების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტის) და ჩატარებული ანალიზის შედეგების მიწოდების წესებს უჩვეულო გარიგების შესწავლის, საეჭვო გარიგების გამოვლენის ან/და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებისა და მართვის მიზნით; გ) ინფორმაციის (დოკუმენტის) კონფიდენციალურობის დაცვის და მისი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნით გამოყენების უზრუნველყოფის მექანიზმებს. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 30 2. ანგარიშვალდებული პირის სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულმა ან მოქმედმა შვილობილმა საწარმომ (შვილობილმა ორგანიზაციამ) ან ფილიალმა უნდა შეასრულოს ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები, თუ მის ადგილსამყოფელ იურისდიქციაში მოქმედი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობა ნაკლებად მკაცრ მოთხოვნებს ითვალისწინებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საზედამხედველო ორგანოსთვის შესაბამისი ინფორმაციის დროულად მიწოდება და მიიღოს დამატებითი ზომები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის მიზნით, თუ მისი შვილობილი საწარმოს (შვილობილი ორგანიზაციის) ან ფილიალის ადგილსამყოფელი იურისდიქცია ზღუდავს ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებას. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 30 4. თუ ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული დამატებითი ზომები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვისთვის არასაკმარისია, საზედამხედველო ორგანო ვალდებულია განახორციელოს სათანადო საზედამხედველო ღონისძიებები. საჭიროების შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ანგარიშვალდებული პირის შვილობილი საწარმოს (შვილობილი ორგანიზაციის) ან ფილიალის საქმიანობის შეზღუდვა ან შეწყვეტა. |