FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  7

სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ ეროვნული ბანკისთვის შეტყობინება.
1. სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა, რომელიც ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ავტორიზებული არ არის და არც სავალდებულო ავტორიზაციას ექვემდებარება, ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ საქმიანობის დაწყებამდე ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შეტყობინება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
2. თუ სეკიურიტიზაციას ახორციელებს ინიციატორი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მონაწილეობის გარეშე, იგი ვალდებულია ამის თაობაზე წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. ინიციატორს უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება. მას არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ შეტყობინებასა და განსახორციელებელი სეკიურიტიზაციის შინაარსს ეროვნული ბანკი იკვლევს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტსა და ამ კანონის მე-19, 21-ე, 24-ე და 26-ე მუხლებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  7

4. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, რომელიც ავტორიზებული არ არის, აგრეთვე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. თუ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, მან ავტორიზაცია უნდა მოიპოვოს. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვები ზღვრის გადაჭარბება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ბრალით არ არის გამოწვეული და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  7

5. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, რომელიც ავტორიზებული არ არის, აგრეთვე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის ინვესტორის მიერ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გასხვისება ან დაგირავება დასაშვებია მხოლოდ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის) წინასწარი თანხმობის საფუძველზე. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს) უფლება არ აქვს, დაუსაბუთებლად განაცხადოს უარი აღნიშნული თანხმობის გაცემაზე. თანხმობაზე უარი დასაბუთებულად ჩაითვლება, თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გასხვისების ან დაგირავების შედეგად გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთა რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს ან შეიძლება გადააჭარბოს ან სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გასხვისებისთვის ან დაგირავებისთვის თანხმობის გაცემას ითვალისწინებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის) წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ სეკიურიტიზაციის ერთეულის გასხვისებას ან დაგირავებას იურიდიული ძალა არ აქვს.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  7

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი, რომლითაც განისაზღვრება მოთხოვნები ამ მუხლის შესაბამისად წარსადგენი შეტყობინებისა და ინფორმაციის მიმართ.