FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

article  20

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოსათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების/შესრულებული სამუშაოს  გადაცემა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს, მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მას საკუთრებაში გადასცა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ან/და მიიღოს შესრულებული სამუშაოები, ასეთი ფორმით მიღებული ქონება ექვემდებარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციას ქონების მიმღების მიერ.