FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  44

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.
1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს:
    ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
    ბ) განმცხადებლის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
    გ) განმცხადებლის სტატუსი, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
    დ) განმცხადებლის წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისამართი, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება განმცხადებლის წარმომადგენელს შეაქვს;
    ე) მოვალის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
    ვ) მოვალის საქმიანობის ზოგადი აღწერა;
    ზ) არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირია;
    თ) რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა და იმის დასაბუთება, რომ არსებობს რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა;
    ი) მოთხოვნა მოვალის მართვაში დატოვების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ;
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  44

კ) მოთხოვნა ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).
2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია (რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის):
    ა) ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებსა და  ვალდებულებებს, მათ შორის, სამომავლო და პირობით ვალდებულებებს;
    ბ) ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ;
    გ) ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ;
    დ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
    ე) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
3. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს:
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  44

ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;
    ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის, შესახებ;
    გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა;
    დ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია;
    ე) ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია;
    ვ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია;
    ზ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია;
    თ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის წინასწარ მომზადებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის არსებობის შემთხვევაში – ამ პროექტის ასლი, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − აგრეთვე აღნიშნული განცხადების შეტანის მომენტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში შემოსავლებსა და ხარჯებში შესატანი, გონივრულად მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაცია;
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  44

ი) კრედიტორებთან წინასწარ შეთანხმებული რეაბილიტაციის გეგმა (არსებობის შემთხვევაში). მას უნდა ერთოდეს მოვალის მიერ  ამ კანონით დადგენილი კრედიტორთა უმრავლესობისგან წინასწარ მიღებული თანხმობა.
4. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში კრედიტორს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს:
    ა) რეაბილიტაციის რეჟიმის მიმართ საკუთარი ინტერესის დასაბუთება;
    ბ) მოვალისთვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებისა და თანდართული ინფორმაციის/დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს რეგულირებული შეთანხმების ასლი.
6. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში გაკოტრების მმართველს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს:
    ა) მიმდინარე გაკოტრების რეჟიმის შესახებ დეტალური ინფორმაცია;
    ბ) გაკოტრების მმართველის საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია;
    გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ სასამართლოს განჩინების ასლი.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  44

7. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება და თანდართული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის, არის ზუსტი და ამომწურავი.