Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
მეწარმეთა შესახებ article 57 სდპ-ის აუდიტის კომიტეტი. 1. სდპ-ის სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელიც შედგება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და სულ მცირე 1 დამოუკიდებელი წევრისგან. დამოუკიდებელ წევრად მიიჩნევა პირი, რომელიც საწარმოსთან სამართლებრივად ან/და ეკონომიკურად დაკავშირებული არ არის, მათ შორის, არ ფლობს ამ საწარმოს აქციებს/წილებს და არ იღებს აღნიშნული საწარმოდან ანაზღაურებას ან სხვა ეკონომიკურ სარგებელს, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის ან/და აუდიტის კომიტეტის წევრობისთვის დადგენილი ანაზღაურებისა. 2. იმ სდპ-ში, რომელშიც სამეთვალყურეო საბჭო არ არის, იქმნება დამოუკიდებელი აუდიტის კომიტეტი, რომლის წევრებიც არიან საერთო კრების მიერ განსაზღვრული ვადით არჩეული დამოუკიდებელი პირები. 3. აუდიტის კომიტეტის წევრი უნდა იყოს საწარმოს საქმიანობის სფეროში კომპეტენტური პირი. აუდიტის კომიტეტის სულ მცირე 1 წევრი უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში ან/და აუდიტის სფეროში კომპეტენტური პირი. 4. აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს აუდიტის კომიტეტის წევრთაგან ირჩევს სდპ-ის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო იმ სდპ-ში, რომელშიც სამეთვალყურეო საბჭო არ არის, − საერთო კრება. სდპ-ის სამეთვალყურეო საბჭომ/საერთო კრებამ აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ უნდა აირჩიოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი წევრი. |
მეწარმეთა შესახებ article 57 5. აუდიტის კომიტეტის ფუნქციაა, ზედამხედველობა გაუწიოს: ა) ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესს; ბ) ხარისხის კონტროლის, რისკების მართვისა და, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური ინფორმაციის შიდა აუდიტის ეფექტიანობას; გ) ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ანგარიშგების აუდიტის განხორციელებას ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ანგარიშში ასახული დასკვნების გათვალისწინებით; დ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების (მათ შორის, დამოუკიდებლობის შესახებ ნორმების) დაცვას. 6. აუდიტის კომიტეტი სდპ-ის სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − საერთო კრებას აწვდის ინფორმაციას განხორციელებული აუდიტის შედეგების, ფინანსური ანგარიშგების უტყუარობაზე აუდიტის გავლენის და ამ პროცესში აუდიტის კომიტეტის მონაწილეობის შესახებ. 7. აუდიტის კომიტეტი გამოსცემს რეკომენდაციებს ფინანსური ინფორმაციის უტყუარობის უზრუნველყოფისა და საერთო კრების მიერ შესარჩევი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შესახებ. |
მეწარმეთა შესახებ article 57 8. აუდიტის კომიტეტი სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − საერთო კრებას რეგულარულად წარუდგენს საქმიანობის შესახებ ანგარიშს და დაუყოვნებლივ ატყობინებს თავისი ფუნქციების შესრულებისას წარმოშობილი წინააღმდეგობების შესახებ. 9. სავალდებულო აუდიტის შედეგების განმარტების მიზნით აუდიტორული ფირმა აუდიტის კომიტეტს წერილობით წარუდგენს დამატებით ანგარიშს. აღნიშნული დამატებითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. 10. აუდიტორული ფირმა, რომელიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 14-1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს ასახავს აუდიტირებული სუბიექტის აუდიტის კომიტეტისთვის წარდგენილ, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ დამატებით ანგარიშში. თუ აუდიტირებულ სუბიექტს არ ჰყავს აუდიტის კომიტეტი, დამატებითი ანგარიში აუდიტირებულ სუბიექტში მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ ორგანოს უნდა წარედგინოს. |
მეწარმეთა შესახებ article 57 11. აუდიტის კომიტეტი ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 14-1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ არააუდიტორულ მომსახურებებთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო მითითებას. |