Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 197 სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საქონლის შემოტანა. 1. ამ მუხლის მე-3−მე-6 ნაწილების გათვალისწინებით, თუ ეს არ გამოიწვევს კონკურენციის წესების ბოროტად გამოყენებას ან დარღვევას, იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონელი: ა) პირველადი დანიშნულების საგანი, რომელიც შემოტანილია სახელმწიფო ორგანოს, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით; ბ) სახელმწიფო ორგანოსთვის, საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უსასყიდლოდ გამოგზავნილი ნებისმიერი საქონელი, რომლის გამომგზავნს არ აქვს სამეწარმეო მიზანი და რომელიც გამოგზავნილია იმ არარეგულარული საქველმოქმედო ღონისძიებისთვის, რომლის მიზანი შესაბამისი საჭიროების მქონე პირისთვის სახსრების შეგროვებაა; გ) საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უსასყიდლოდ გამოგზავნილი მოწყობილობა ან საკანცელარიო ნივთი, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციის ფუნქციის შესრულებისთვის ან მისი საქველმოქმედო მიზნისთვის არის საჭირო და რომლის გამომგზავნს არ აქვს სამეწარმეო მიზანი. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 197 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის „პირველადი დანიშნულების საგანი“ არის საქონელი, რომელიც აუცილებელია ადამიანის გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილებისთვის, მაგალითად, საკვები, მედიკამენტი, ტანსაცმელი, ლოგინის თეთრეული. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება: ა) ალკოჰოლიან ნაწარმზე; ბ) თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე; გ) ყავასა და ჩაიზე; დ) სატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანისა. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ორგანიზაციაზე, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს. 5. დაუშვებელია შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის იმავე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 197 6. თუ ხდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით მოსარგებლე ორგანიზაციისთვის, ეს შეღავათები ძალაში რჩება, თუ მიმღები ორგანიზაცია ამ საქონელს იმ მიზნით იყენებს, რომელიც აღნიშნული შეღავათებით სარგებლობის უფლებას იძლევა. სხვა შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება, გაქირავება, სხვა პირისთვის თხოვება ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემა იწვევს ამ საქონელზე შესაბამისი იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით წინასწარ გადახდის ვალდებულების წარმოშობას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების, გაქირავების, სხვა პირისთვის თხოვების ან ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემის მომენტის დადგენა შეუძლებელია, კუთვნილი იმპორტის გადასახადის გაანგარიშებისას გამოიყენება აღნიშნული საქონლის დეკლარირების დღისთვის მოქმედი განაკვეთი. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 197 7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორგანიზაცია, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას ან რომელსაც განზრახული აქვს, შეღავათით შემოტანილი საქონელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოიყენოს, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს საბაჟო ორგანოს. 8. იმ ორგანიზაციის მფლობელობაში დარჩენილი საქონელი, რომელიც წყვეტს შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობის შესრულებას, ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს აღნიშნული პირობის შესრულების შეწყვეტის მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. 9. შეღავათით მოსარგებლე ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით გამოყენებული საქონელი ექვემდებარება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით დაბეგვრას, რომელიც მოქმედებს საქონლის სხვა დანიშნულებით გამოყენების დაწყების მომენტში, საქონლის სახეობიდან და იმავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე. |