Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ელექტრონული კომერციის შესახებ article 11 ინფორმაციის გატარება. 1. მომსახურების მიმღების ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელით გატარებისას ან საკომუნიკაციო ქსელზე წვდომის უზრუნველყოფისას შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ამ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი არ არის, თუ: ა) იგი არ ყოფილა ინფორმაციის გატარების ინიციატორი; ბ) მას არ აურჩევია გატარებული ინფორმაციის მიმღები; გ) მას არ შეურჩევია ან არ შეუცვლია გატარებული ინფორმაციის შინაარსი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელით გატარება და საკომუნიკაციო ქსელზე წვდომის უზრუნველყოფა გულისხმობს გასატარებელი ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და დროებით შენახვას, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული მოქმედება სრულდება საკომუნიკაციო ქსელით ინფორმაციის გატარების პროცესის განსახორციელებლად. ამასთანავე, ინფორმაცია არ შეინახება იმაზე მეტი ხნით, ვიდრე მის გადასაცემად ტექნიკურად არის საჭირო. 3. ამ მუხლის დებულებები არ ზღუდავს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილ შესაბამის ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოს, კანონის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს. |