Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი article 107 სასამართლო დავალებანი. 1. თუ მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს მიერ გამოსათხოვი ან შესამოწმებელი მტკიცებულებები სხვა ქალაქში ან რაიონშია და მათი წარმოდგენა თუ შემოწმება საქმის განმხილველ სასამართლოში შეუძლებელი ან ძნელია, სასამართლოს შეუძლია დასაბუთებული განჩინებით მტკიცებულებათა შეგროვება (შემოწმება) დაავალოს იმ სასამართლოს, რომლისთვისაც ტერიტორიულად ეს უფრო მოსახერხებელია. 2. სასამართლო დავალების შესახებ სასამართლო განჩინებაში მოკლედ უნდა ჩამოყალიბდეს განსახილველი საქმის შინაარსი, დასადგენი გარემოება და მტკიცებულებანი, რომლებიც უნდა შეაგროვოს (შეამოწმოს) დავალების შემსრულებელმა სასამართლომ, აგრეთვე დავალების შესრულების ვადა. 3. სასამართლო დავალების შესახებ განჩინების შესრულება სავალდებულოა და იგი უნდა შესრულდეს დანიშნულ ვადაში. |