FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  582

ზღვის დაბინძურება.
1. ხმელეთიდან ზღვაში საყოფაცხოვრებო ნაგვის ან სხვა ნარჩენების ჩაყრა – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.
2. ხმელეთიდან ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით ზღვის დაბინძურება ან დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.
4. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში საყოფაცხოვრებო (მყარი) ნარჩენების ჩაყრა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
5.    20000 ტონამდე საერთო ტევადობის გემიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაღვრა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
6. 20 000 ტონა ან მეტი საერთო ტევადობის გემიდან ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ჩაღვრა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  582

7. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა, ჩაყრა, ჩაშვება, აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.