Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 22 ნაწარმოების რეპროგრაფიული გამრავლება ბიბლიოთეკების, არქივებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ. დაშვებულია რეპროგრაფიული გამრავლება პირდაპირი და არაპირდაპირი მოგების მიუღებლად, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით. ასეთი რეპროგრაფიული გამრავლება დაიშვება: ა) ერთეულ ასლად, მართლზომიერად გამოცემული ნაწარმოებების განადგურებული, დაკარგული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ასლების შესაცვლელად ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ; სხვა ბიბლიოთეკების ფონდებიდან დაკარგული, განადგურებული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ასლების შესაცვლელად ამ ბიბლიოთეკებისათვის გადაცემის მიზნით, თუ ასეთი ასლების მიღება ჩვეულებრივ პირობებში სხვა გზით შეუძლებელია; ბ) ერთეულ ასლად, მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გარდა) ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ, ფიზიკურ პირთა მოთხოვნით, სასწავლო, სამეცნიერო ან პირადი მიზნით; |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 22 გ) მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გარდა) საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მეცადინეობისათვის. |