Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნარჩენების მართვის კოდექსი article 16 მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება. 1. მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს: ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება; ბ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება. 2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში. 3. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი, გარდა მოსახლეობისა, უფლებამოსილია არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მომსახურებით და მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცეს იმ პირს, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის მუნიციპალიტეტს. 4. მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის შემთხვევაში მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამ სისტემით ისარგებლოს. |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 16 5. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 6. მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, შექმნან, დანერგონ და მართონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა. 7. პირს, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას ან/და დამუშავებას, უნდა ჰქონდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გავლილი უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია ამ კოდექსის VII თავის შესაბამისად. |