Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 86 პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე. 1. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია სხდომა სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს. 2. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე: ა) აუწყებს პარლამენტს სხდომის გახსნასა და დამთავრებას; ბ) უძღვება საკითხების განხილვას; გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას; დ) სიტყვას აძლევს გამომსვლელს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით; ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს; ზ) ამ რეგლამენტის 229-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს პარლამენტის წევრს ან მოწვეულ პირს; თ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას; ი) კანონპროექტის/სხვა საკითხის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს მისი განხილვის შეჩერებისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს; |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 86 კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას; ლ) ახორციელებს ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხის განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე. 4. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, კომენტარი გაუკეთოს პარლამენტის წევრის გამოსვლას ან მას ამ მიზნით სიტყვა შეაწყვეტინოს, შეაფასოს პარლამენტის წევრის გამოსვლა, უპასუხოს იმ შეკითხვას, რომელიც უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტის წევრი არღვევს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს. |