FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

article  8

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენა.
1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენა ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
    ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის მომენტში აღნიშნული ხელმოწერა/შტამპი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს უნდა ეფუძნებოდეს; ბ)  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნდა იყოს გაცემული და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების მომენტში ძალაში უნდა იყოს;
    გ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენის მომსახურების მიმღები მხარისთვის (მიმღები მხარე) წარდგენილ მონაცემებს;
    დ) მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც უნიკალურად განსაზღვრავს ხელმომწერს/შტამპის დამსმელს და მოცემულია სერტიფიკატში, ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს მიმღები მხარისთვის წარდგენილ მონაცემებს;
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

article  8

ე) თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ფსევდონიმის გამოყენებით სრულდება, ამის თაობაზე უნდა ეცნობოს მიმღებ მხარეს;
    ვ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით უნდა იყოს შექმნილი;
    ზ) ხელმოწერილი მონაცემების მთლიანობა დაცული უნდა იყოს;
    თ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს განვითარებული ელექტრონული ხელმოწერისათვის/განვითარებული ელექტრონული შტამპისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.
2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენისათვის გამოყენებული სისტემა მიმღებ მხარეს უნდა აწვდიდეს ინფორმაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შესახებ და უნდა იძლეოდეს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გამოვლენის შესაძლებლობას.
3. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციურ დადგენას ახორციელებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც:
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

article  8

ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობას ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ადგენს;
    ბ) მიმღებ მხარეს ავტომატურ რეჟიმში აწვდის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის დადგენის შესახებ სანდო ინფორმაციას, რომელსაც აქვს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.