FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

მუზეუმების შესახებ

article  13

სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების ლიკვიდაცია.
1. სახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებული მუზეუმის ლიკვიდაცია − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ლიკვიდირებული სახელმწიფო მუზეუმის ფონდი გადაეცემა მხოლოდ სახელმწიფო მუზეუმს.
3. ლიკვიდირებული ადგილობრივი მუზეუმის ფონდი გადაეცემა ადგილობრივ ან სახელმწიფო მუზეუმს.
4. ლიკვიდირებული სახელმწიფო მუზეუმის ქონება, გარდა მისი ფონდისა, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. არასახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ლიკვიდირებული არასახელმწიფო მუზეუმის გასაყიდად გამოტანილ ფასეულობათა შესყიდვის უპირატესი უფლებით სარგებლობენ სახელმწიფო მუზეუმები.