Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
პროკურატურის შესახებ article 841 1. 2025 წლის 1 ივლისიდან ლიკვიდირებულ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და გაუქმდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა. 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2025 წლის 14 მაისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში თანამდებობაზე მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2025 წლის 1 ივლისიდან გენერალურმა პროკურორმა დანიშნოს საქართველოს პროკურატურაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – მის თანამდებობაზე დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი გენერალურ პროკურორს არ წარუდგენს წერილობით თანხმობას, მასზე 2025 წლის 1 ივლისიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2025 წლის 30 ივნისის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. მას 2025 წლის 1 ივლისიდან კანონის შესაბამისად მიეცემა კომპენსაცია 3 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით და სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორებმა წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2025 წლის 1 ივლისიდან სტაჟირების გავლა გააგრძელონ საქართველოს პროკურატურაში, გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომელზე, რომელიც საქართველოს პროკურატურაში პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან სტაჟიორის თანამდებობაზე დაინიშნება, არ გავრცელდეს ამ კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატისთვის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი მოქმედების 10-წლიანი ვადა. |
პროკურატურის შესახებ article 841 3. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დადებული კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივლისიდან. ასეთი გარიგების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების წესი კანონის შესაბამისად დაადგინოს საქართველოს მთავრობამ. 4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ არსებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები გაგრძელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. გენერალურმა პროკურორმა 2025 წლის 1 ივლისამდე ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობისა და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრა. 6. გენერალურმა პროკურორმა უზრუნველყოს მიმდინარე და დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეთა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით განაწილება. |
პროკურატურის შესახებ article 841 2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების, ფინანსური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის 2025 წლის 1 ივლისიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია უზრუნველყოს 2025 წლის 1 ივლისიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების, ფინანსური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის ერთი ნაწილის პირდაპირ გადაცემა საქართველოს პროკურატურისთვის, ხოლო მეორე ნაწილისა − შესაბამისი სამსახურისთვის. გენერალური პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას არაუმეტეს იმავე კანონით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი დაადგინოს საქართველოს მთავრობამ. |
პროკურატურის შესახებ article 841 7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა 2025 წელს ფინანსდება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის დამტკიცებული პროგრამული კოდიდან (51 00). საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების შესაბამისი სამსახურისთვის მიზნობრივი განაწილება. 8. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისისა, მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. |