Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 241 1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მისაწოდებელი თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ჩამონათვალი და დეტალური აღწერილობა; ბ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი; გ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე; |
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 241 დ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება; ე) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს. 2. თუ ნებართვის მფლობელის მიერ მიწოდებული თამაში ან/და არსებითი პროდუქცია/მომსახურება არსებითად იცვლება (მათ შორის, იცვლება ჯეკპოტის გაცემის წესი, ხდება არსებული თამაშების ნებისმიერი სახის ცვლილება ან ახალი თამაშების დამატება), იგი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის თანხმობის მისაღებად აცნობოს მას შესაბამისი ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ავტორიზაციის სერტიფიკატი. აღნიშნული თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ეკრძალება არსებითად შეცვლილი თამაშის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება. ამ პუნქტით განსაზღვრული არსებითი ცვლილება ითვალისწინებს სხვადასხვა ცვლილებას, მათ შორის, იმ ცვლილებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს: ა) მოთამაშის მიერ განთავსებულ ფსონზე; ბ) მოგების ოდენობაზე; გ) თამაშის არქიტექტურაზე; დ) თამაშის კომბინაციურ ხაზებზე; |
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ article 241 ე) შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმაზე (RNG); ვ) ჯეკპოტის გაცემის სისტემაზე. 3. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი მისი გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი. 4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია დროულად გადაიხადოს შერჩეული პირისთვის გადასახდელი საფასური/საფასურები. |