Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 39 სამედიცინო დასხივება და პაციენტის დაცვა. 1. გარდა ამ კანონით დადგენილი ზოგადი ვალდებულებებისა, სამედიცინო დასხივების რეგულირების მიზნით, „ტექნიკური რეგლამენტის − „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება მოთხოვნები: ა) სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციასა და გადამზადებასთან დაკავშირებით; ბ) იმ პირთა დაცვით ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც მაიონებელი გამოსხივების წყაროებს იყენებენ; გ) პაციენტთა დაცვით ღონისძიებებთან, მათ შორის, საქმიანობის დასაბუთებასთან და დასხივების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით; დ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორებისა და რადიონუკლიდების შემცველი მოწყობილობების პროექტირებისა და ფუნქციონირების კრიტერიუმებთან დაკავშირებით; ე) რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოებისა და დაცულობისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. 2. სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელმა ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ არცერთმა პაციენტმა არ მიიღოს დიაგნოსტიკური ან თერაპიული დასხივება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის დანიშნულების გარეშე, რომლის უპირველესი ფუნქცია და ვალდებულებაა სამედიცინო დასხივების დანიშვნისას და მიმდინარეობისას პაციენტის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. |