Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ article 153 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური სამსახურის მოსამსახურეების კომპენსაციის გაანგარიშება. 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური სამსახურის მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სოციალურ სამსახურებში (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა) სოციალურ მოსამსახურედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების კომპენსაციის ოდენობა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებისას ამ თანამდებობებისათვის განსაზღვრული სარგოს მესამედია. |