FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

article  9

წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე.
1. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

article  9

წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე. .
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას ამ მუხლით დადგენილი წესით.
4. საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5. საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტურ ტექსტს ქართულ ენაზე და შესაბამის უცხოურ ენაზე, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

article  9

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ დასკვნისათვის, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს/საქართველოს პროკურატურას − დასკვნისათვის.
7. საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის წინადადებას სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე და ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დასკვნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

article  9

8. საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
9. წინადადებას იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

article  9

10. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.