Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
თავდაცვის კოდექსი article 178 სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში. 1. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე. 2. პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად (მათ შორის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით) მიიღება 2025 წლის 1 იანვრამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში 2025 წლის 1 იანვრამდე დანიშნულ/ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის განმავლობაში უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ პირს, რომელსაც მინიჭებული არ აქვს სამხედრო წოდება, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში. |
თავდაცვის კოდექსი article 178 5. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 12 თვის ვადით გაწვეულმა პირმა აღნიშნული სამსახური უნდა დაასრულოს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამასთანავე, პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის იმ უწყებაში, სადაც იგი იქნა გაწვეული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად სხვა უწყებაში იქნა გადაყვანილი. 6. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შესაბამისი უწყების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესი მტკიცდება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით. აღნიშნული საკითხი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წესრიგდება აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 8. ამ კოდექსის 83-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედებამდე ფაქტობრივ სამხედრო წოდებაზე დაბალი საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე დანიშნულ, აღნიშნული ფაქტობრივი წოდების შესაბამისი განათლების, უნარების ან/და გამოცდილების არმქონე სამხედრო მოსამსახურეზე. |
თავდაცვის კოდექსი article 178 9. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურისთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება, მაგრამ არაუმეტეს ერთი საფეხურისა, განხორციელდეს ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული ვადის დაცვით, ხოლო შემდგომი მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება − ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილიდან გამომდინარე, მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა: ა) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 2 წელი; ბ) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 3 წელი; გ) კაპიტნიდან მაიორამდე − 3 წელი; დ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 4 წელი; ე) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 5 წელი. |
თავდაცვის კოდექსი article 178 11. პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება და სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან სხვა შესაბამის უწყებაში, შეუძლია ამ კოდექსით გათვალისწინებული მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადისა და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით იმსახუროს სამხედრო სამსახურში არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა. 12. 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ ამ მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრულ უწყებაში არსებული სამხედრო წოდებები აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით გაუთანაბრდეს შესაბამის სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს. 13. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირს, რომელიც ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება, მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ყოფნის ვადაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნიდან აღნიშნულ რეზერვში ჩარიცხვამდე პერიოდი. |
თავდაცვის კოდექსი article 178 14. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სურვილის შემთხვევაში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა და ოჯახური პირობების გამო შვებულება 10 კალენდარული დღის ოდენობით. 15. 2025 წლის 1 იანვრამდე, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო მოსამსახურის შესაბამისი ფუნქციის/გვარეობის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების შესრულება აღნიშნული სამხედრო მოსამსახურისთვის სავალდებულოა. სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილების წესს/სხვა შემთხვევებს განსაზღვრავს აღნიშნული უწყების ხელმძღვანელი. 16. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით 2025 წლის 1 იანვრამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან იმსახურა 12 თვე. |
თავდაცვის კოდექსი article 178 17. ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-5−მე-9 ნაწილების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კოდექსის 35-ე მუხლის ამოქმედებამდე სამინისტროსთან სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით გაფორმებული კონტრაქტის დარღვევის გამო აღნიშნული კონტრაქტით, აგრეთვე „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავით განსაზღვრულ ფინანსურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. 18. ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება იმ პირზე, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო, არ ვრცელდება, თუ მან სტუდენტის სტატუსი 2024 წლის 1 იანვრამდე მოიპოვა. |
თავდაცვის კოდექსი article 178 19. პირი, რომელმაც 2025 წლის 1 იანვრამდე დაასრულა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს და გაიაროს ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები ან ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთი. ამასთანავე, აღნიშნული პირის მიერ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამების გავლის შემთხვევაში მასზე გავრცელდეს სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები. |