Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 24 აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები. 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/აბიტურიენტების/ მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება, რომელთა აკრედიტაციაზედაც უარი ეთქვა, აკრედიტაცია გაუუქმდა ან აკრედიტაციის ვადა გაუვიდა; ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა ამ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაიტანოს; |
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 24 გ) სტუდენტს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით. |
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 24 2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში სტუდენტს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვს, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. სტუდენტს მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით. |
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 24 მუხლი 24-1. სააპელაციო საბჭო 1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში. 2. სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით, რომლებითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს საჩივრის სააპელაციო საბჭოსთვის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები. 3. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ორი სახის: ა) ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ; ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის/აკრედიტაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ. 4. ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას. |
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ article 24 თავი IV-2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი მუხლი 24-4. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი 1. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს სწავლის თითოეულ სფეროში მისანიჭებელ კვალიფიკაციას. 2. სწავლის სფეროების კლასიფიკატორს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. 3. სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №350 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. |