Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 5 რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფერო. 1. სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებას ექვემდებარებიან ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შემდეგი რეგულირებული საწარმოები: ა) რეგულირებული საწარმო, რომელიც ფინანსური კონგლომერატის სათავეშია; ბ) რეგულირებული საწარმო, რომლის მშობელი საწარმო არის შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო, რომლის სათავო ოფისი საქართველოშია; გ) რეგულირებული საწარმო, რომელიც სხვა ფინანსური სექტორის მონაწილესთან დაკავშირებულია: გ.ა) ერთობლივი მართვით; გ.ბ) ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ორგანოების წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ ერთი და იგივე პირები ფინანსური წლის განმავლობაში კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების თარიღამდე. 2. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან შეაფასონ ფინანსურ კონგლომერატში შემავალი არარეგულირებული საწარმოებიდან მომდინარე არსებული/პოტენციური რისკები და ფინანსური კონგლომერატის რისკის პროფილზე მათი გავლენა. 3. თუ ფინანსური კონგლომერატი არის სხვა ფინანსური კონგლომერატის (ძირითადი ფინანსური კონგლომერატის) ქვეჯგუფი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, დამატებითი საზედამხედველო მოთხოვნები მხოლოდ ძირითად ფინანსურ კონგლომერატზე გავრცელდება. |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 5 4. რეგულირებული საწარმოს მიმართ, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, შეიძლება განხორციელდეს დამატებითი ზედამხედველობა ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, თუ ამ რეგულირებული საწარმოს მშობელი საწარმო არის ისეთი რეგულირებული საწარმო ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო, რომლის სათავო ოფისი მესამე სახელმწიფოშია. 5. თუ პირები მონაწილეობენ ან აქვთ წილის ფლობიდან გამომდინარე კავშირი ერთ ან ერთზე მეტ რეგულირებულ საწარმოში ან აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა აღნიშნულ საწარმოზე/საწარმოებზე მონაწილეობის ან წილის ფლობიდან გამომდინარე კავშირის გარეშე (გარდა ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები საერთო შეთანხმებით იღებენ გადაწყვეტილებას ამ საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების საკითხისა და გავრცელების სფეროს შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრული ერთი რეგულირებული საწარმო მაინც უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) ჯგუფში/ქვეჯგუფში შემავალი ერთი საწარმო მაინც უნდა იყოს სადაზღვევო სექტორიდან, ხოლო ერთი − საბანკო ან საბროკერო სექტორიდან; |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 5 ბ) საწარმოების კონსოლიდირებული საქმიანობა როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო ან საბროკერო სექტორში შემავალი საწარმოების შემთხვევაში მიჩნეული უნდა იყოს მნიშვნელოვნად ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 6. ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობის განხორციელება არ გულისხმობს შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოების, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი, მესამე სახელმწიფოს მიერ რეგულირებული საწარმოების ან არარეგულირებული საწარმოების მიმართ ზედამხედველობის ინდივიდუალურ დონეზე განხორციელებას. |